- პროექტის სახელწოდება: გულსისხლძარღვთა დაავადებები და მათი თავიდან აცილება.
- პროექტის მთავარი იდეა( თემა 1-2) წინადადებით:არსებობს ჩვევები და ნიშნები, რომლებიც აძლიერებენ გულის შეტევების წარმოქმნის რისკს. სწორედ მათ უწოდებენ რისკფაქტორებს. არსებობს ოთხი ძირითადი რისკფაქტორი, რომლების კონტროლიც აუცილებელია. ესენია: მაღალი არტერიული წნევა, ქოლესტერინის მაღალი დონე, სიგარეტის მოწევა და ნაკლები ფიზიკური აქტიურობა. დანარჩენი რისკფაქტორებია: დიაბეტი, ჭარბი წონა, უარყოფითი სტრესები და ზოგიერთი მედიკამენტი.
- პროექტის აქტუალობა: ინფორმაციის მიღების შემდეგ ეცოდინებათ მოსწავლეებს, თუ როგორ შეიძლება ავიცილოთ თავიდან გულსისხლძარღვთა დაავადებები და თუ როგორ ეხმარება ჯანსაღი ცხოვრების წესი ყოველივე ამაში
- პროექტის მიზნები: კვლევა ძიებისა და პრეზენტაციის უნარის განვითარება.
- მონაწილეთა ასაკი: 15_17 წელი.
- ვადები/ ხანგრძლივობა: იავრიდან მაისის ბოლომდე.
- მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ბუკლეტების დამზადება და საზოგადოებაში დარიგება. სლაიდშოუს შექმნა.
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, თაბახის ფურცელი, პრინტერი, კალამი.
- პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
2. ინფორმაციის გაცნობა და შემდეგ დამატებით მოძიება;
3. სამედიცინო დაწესებულებებში კვლევა ზამთრის პერიოდში.
4. აფთიაქში გამოკითხვა, თუ დღეში საშუალოდ რამდენი პრეპარატი იყიდება.
5. გაზაფხულზე სამედიცინო დაწესებულებაში ინფორმაციის მოძიება.
6. შედარება ზამთრისა და გაზაფხულის მონაცემებს შორის როდის უფრო მატულობს გულსისხლძარღვთა დაავადების დონე
7. ბუკლეტების დამზადება და საზოგადოებაში დარიგება.
8. სკოლაში პრეზენტაციის მოწყობა.
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბიოლ.X.9.მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს სატრანსპორტო სისტემის მნიშვნელობა ორგანიზმისათვის.
· ილუსტრაციის გამოყენებით აღწერს სისხლის წითელი უჯრედის მოძრაობას სისხლის მიმოქცევის სისტემაში (მაგ., ერთი ერითროციტის მოძრაობა აორტიდან მარცხენა პარკუჭამდე);
· ქმნის ანტიგენისა და ანტისხეულის ურთიერთქმედების მოდელს და მსჯელობს ამ ურთიერთქმედების მნიშვნელობაზე;
· განასხვავებს სისტოლურ და დიასტოლურ წნევას. ზომავს სისხლის წნევას. მსჯელობს გულის მუშაობასა და სისხლის წნევას შორის არსებულ ურთიერთდამოკიდებულებაზე.
· აღწერს ავტონომიური ნერვული სისტემის მიერ გულისა და სისხლის წნევის რეგულირების პროცესს;
· აანალიზებს ჯანსაღი ცხოვრების წესის და ჯანმრთელობაზე მოქმედი რისკ-ფაქტორების ზეგავლენის შემცირების მნიშვნელობას;
· ახასიათებს ზოგიერთ გულ-სისხლძარღვოვან პათოლოგიას (მაგ., ათეროსკლეროზი, გულის მანკი, გულის კუნთის ინფარქტი).